სვანი და მეგრელი მიდიან სვანეთში, სვანმა იცის
რომ მეგრელი პირველადაა ამ მხარეს და მოდი წავეკაიფებიო და ეკითხება:
მეგრელეო ეგერ რომ ცხვრის ფარაა აბა თუ გამოიცნობ
რამდენი ცხვარიაო..
დააკვირდა მეგრელი და უთხრა 367 არისო
მივიდნენ კითხეს მწყემსს – 367 მყავსო
გაიარეს ცოტა და აბა აქ რამდენი არისო
დააკვირდა მეგრელი 1023 არისო
კითხეს მწყემსს 1023!!!
გაგიჟდა სვანი
ე ბიჭო მითხარი როგორ ხვდები?
მაგას რა უნდა, პასუხობს მეგრელი, გადათვალე
ფეხები და გაყავი 4-ზე